რას მოიცავს კურსი
აუდიოკურსში გაიგებ, როგორ ამოიცნო ის შიშები და წარმოდგენები, რომლებიც ბიზნესის დაწყებაში ხელს გიშლის. გაეცნობი ბიზნესიდეების მოძიების მეთოდებს და ისწავლი, როგორ შეარჩიო და შეაფასო იდეა - შენი ინტერესების, გამოცდილებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით
თითოეულ ლექციას ახლავს პრაქტიკული დავალება, რომლის დახმარებითაც იმუშავებ საკუთარ ბიზნესიდეაზე, განსაზღვრავ მის განსახორციელებლად საჭირო რესურსებს და შეადგენ მომდევნო 100 დღის სამოქმედო გეგმას.

ამოიცნობ შიშებსა და მცდარ წარმოდგენებს, რომლებიც საკუთარი ბიზნესის დაწყებაში ხელს გიშლის
შიშების გადალახვა
ისწავლი, როგორ აღმოაჩინო ახალი ბიზნესიდეები ან განავითარო უკვე არსებული
ბიზნესიდეის პოვნა
გაარკვევ, რამდენად რეალურია შენი ბიზნესიდეის განხორციელება და რა რესურსები დაგჭირდება
იდეის შეფასება
შეადგენ მომდევნო 100 დღის გეგმას და განსაზღვრავ კონკრეტულ ნაბიჯებს ბიზნესის დასაწყებად
